კონკურსი სტუდენტურ სამუშაოზე
გსურთ ზაფხულის არდადეგებისთვის გამოიმუშავოთ თანხა? გსურთ, გაეცნოთ, როგორ ხდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მენეჯმენტი? მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს დოკუმენტი და დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ!
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “ნაკრესი” აცხადებს კონკურსს: 8 სამუშაო დღის განმავლობაში ახალგაზრდების დამხმარე ჯგუფის დასაქირავებლად.
სამუშაოს პერიოდი: |
15 - 22 მაისი |
ანაზღაურება: |
35 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი დღეში (ხელზე ასაღები თანხა) + “ლანჩის” თანხა 20 ლარი დღიურად |
სამუშაოს დასახელება: |
ველური ბუნების კვლევისა და მენეჯმენტის მე-19 საერთაშორისო კონფერენცის ასისტენტი (დეტალები იხ. ქვემოთ “სამუშაოს აღწერა”) |
მოთხოვნები: |
|
ზოგადად კონფერენციის შესახებ
2010 წლის 16-22 მაისს საქართველო უმასპინძლებს ველური ბუნების კვლევისა და მენეჯმენტის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება მსოფლიოში გავრცლებული დათვის ყველა სახეობის პრობლემატიკას. ამ ტიპის კონფერენცია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. კონფერენცია იმართება ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის დათვის სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფის (International Bear Association/IBA) ეგიდით.
2008 წელს მექსიკაში გამართულ მე-18 კონფერენციაზე საქართველომ გაიმარჯვა მე-19 კონფერენციის მასპინძელი ქვეყნების კონკურსში და კონფერენციის ორგანიზატორად შეირჩა სახეობათა კონსერვაციის ცენტრი “ნაკრესი”
(დეტალები ორგანიზაციის შესახებ იხ.http://www.nacres.org/)
კონფერენციის უცხოელ დელგატთა რაოდენობა: 155 ადამიანი
ჩატარების ძირითადი ადგილი: სასტუმრო “რადისონი”
მოთხოვნილი სამუშაოს ზოგადი აღწერა
1. უცხოელი დელეგატების ჯგუფების დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით ჩვენს მიერ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით.
2. კონფერენციის განმავლობაში დილაობით დელეგატების აყვანა მათი სასტუმროებიდან და “რადისონში” მოყვანა, ხოლო კონფერენციის დასასრულს (საღამოს) მათი უკან დარიგება ჩვენს მიერ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით და წინასწარ დადგენილი მარშრუტი-გრაფიკით.
3. უცხოელი დელეგატების სასტუმრო ”რადისონში” რეგისრტირება (16, 17 და შესაძლოა 18 მაისს)
4. კონფერენციის ერთ დღეს (19 მაისი) იგეგმება 3 ექსკურსია (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგი და მცხეთა/უფლისციხე). საჭირო იქნება ჩვენს წარმომადგენელთან ერთად გაყვეთ ჯგუფს მთელი დღით. ამისთვის შეირჩევა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი.
5. კონფერენციის განმავლობაში (17-21 მაისი) სასტუმრო ”რადისონის” სარეგისტრაციო მერხთან ყოფნა დელეგატების დასახმარებლად, კითხვა-პასუხისთვის თუ საკონსულტაციოდ.
6. მხოლოდ მამაკაცები: ორგანიზატორების დახმარება ტექნიკური საშუალებების (კომოპიუტერები, ბანერები, პლაკატები) ტრანსპორტირება-ინსტალაციაში (კონფერენციის დასაწყების წინ და დასრულების შემდეგ)
7. კონფერენციის განმავლობაში სხვადასხვა წვრილმანი დავალებების შესრულება
8. უცხოელი დელეგატების ჯგუფების გაცილება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით ჩვენს მიერ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით.
შერჩეულ ახალგაზრდებთან გაფორმდება შესაბამისი მოკლევადიანი კონტრაქტი და მათ ჩაუტარდებათ ზოგადი ტრეინინგი ყველა ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, შედგება სამუშაოს დეტალური ყოველდღიური ინდივიდუალური გრაფიკი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ მარტივი განაცხადი ელ-ფოსტის საშუალებით. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. სახელი
2. გვარი
3. დაბადების წელი, თვე, რიცხვი
4. აღნიშნეთ: ხართ ბაკალავრი, მაგისტრანტი თუ დოქტორანტი
5. ერთწინადადებიანი თანხმობა, რომ გაეცანით ამ მოთხოვნებს და თანახმა ხართ ამ ტიპის სამუშაოს შესასრულებალად.
ელ ფოსტა: irina.ebralidze@nacres.org
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა პარასკევი, 8 მაისი, 2010 წელი ; დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება! განაცხადი, რომელიც არ პასუხობს ზემოაღწერილ ხუთივე პუნქტს, არ მიიღება! გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!