კონკურსი სტუდენტებისათვის
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების გამოსავლენად თემაზე: "ვიშეგრადის ქვეყნების ევროინტეგრაციის გამოცდილება სამხრეთ კავკასიისათვის".
საკონკურსო თემებია:
** ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში(ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის ან უნგრეთის მაგალითზე);
** სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროკავშირთან ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაში(სამხრეთ კავკასიისა და ვიშეგრადის ქვეყნების მაგალითზე);
** სხვა თემა, რაც დაკავშირებულია ევროპასთან ინტეგრაციის სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებთან(ვიშეგრადისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მაგალითზე).
კონკურსის პირობები:
** კონკურსში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პროგრამების სტუდენტი;
** ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო თემის წარმოდგენა;
** ნაშრომი უნდა შედგებოდეს 2500-დან 3000 სიტყვისგან, MS Word-ის ფაილში, sylfaen10-იანი შრიფტით;
** ნაშრომის ავტორმა ნაშრომთან ერთად უნდა გამოაგზავნოს პერსონალური ინფორმაცია CV- ფორმატში (იმ უმაღლესი სასწავლებლის მითითებით, სადაც სწავლობს)
ნაშრომები (CV- თან ერთად ) გაგზავნეთ 2013 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ndaghelishvili@ciesr.org და წერილის სათაურში მიუთითეთ- "V4 for C3 EU Integration".
საკონკურსო თემების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები მოიცავს: სიახლის შემცველობას, ანალიტიკურ ღირებულებას, ორიგინალურობას და შემოქმედებით მიდგომას.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2013 წლის 30 მაისს. ნამუშევრებს შეაფასებს შესაბამისი სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. კონკურსში გამარჯვებულების ნაშრომები (I, II და III ადგილი) დაიბეჭდება პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნში სახელწოდებით "ევროინტეგრაციის საკითხები - ვიშეგრადის ქვეყნები და სამხრეთ კავკასია". გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ პრიზები.