ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი საუკეთესო პუბლიკაციაზე

საქართველოში აივ პრევენციის პროექტი (Georgia HIV Prevention Project - GHPP), რომელიც დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის აივ/შიდსის და აივ-თან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის თემაზე მომზადებული საუკეთესო ბეჭდური ნამუშევრის გამოსავლენად.

კონკურსის პირობები:
•    კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ჟურნალისტებს ან მომავალ ჟურნალისტებს.
•    საკონკურსო სტატია დაბეჭდილი უნდა იყოს რომელიმე ჟურნალ-გაზეთში ან უნდა იყოს გამოქვეყნებული ელექტრონულ მედიაში.
•    საკონკურსო სტატია გამოქვეყნებული უნდა იყოს 2012 წლის 1 ივნისიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.
•    ერთ მონაწილეს შეუძლია არა უმეტეს სამი საკონკურსო სტატიის წარმოდგენა
•    კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში საკონკურსო სტატიის ავტორი (ავტორთა ჯგუფის შემთხვევაში, პირველი ავტორი) პროექტში წარადგენს დაინტერესების განაცხადს (იხ. ქვემოთ) და საკონკურსო სტატიას.
•    საკონკურსო სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word-ის ფაილში და თან უნდა ერთოდეს დაბეჭდილ სტატიაში წარმოდგენილი მხატვრული გაფორმება (სურათი, ნახატი, ფოტო, დიაგრამა, და სხვ.).
საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2012 წ.
საკონკურსო განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: info@ghpp.org  და სათაურში ჩაწერეთ "კონკურსი საუკეთესო პუბლიკაციისათვის".

 საკონკურსო განაცხადი:
საკონკურსო სტატიასთან ერთად, პუბლიკაციის ავტორმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს განაცხადი, სადაც უნდა იყოს მითითებული ავტორის პერსონალური ინფორმაცია: გვარი, სახელი, მოკლე ბიოგრაფია (CV); სამუშაო ადგილი ან სასწავლო უნივერსიტეტი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტა. განაცხადში მიუთითეთ, თუ რომელ ჟურნალ-გაზეთში ან ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა თქვენი სტატია. დადასტურებისათვის, გამოაგზავნეთ ელექტრონული გამოცემის ლინქი. ბეჭდურ მედიაში საკონკურსო სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში კი, ჟურნალის ან გაზეთის ერთი ეგზემპლარი

გამოაგზავნეთ პროექტის მისამართზე:

საქართველოში აივ პრევენციის პროექტი,  მიცკევიჩის ქუჩა 27, მე-7 სართული, თბილისი, 019
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები