კონკურსი პროექტის მენეჯერის ასისტენტის სტაჟირებაზე
შპს "აი-სი-ი-ეს" ICES სამშენებლო კომპანია აცხადებს კონკურსს პროექტის მენეჯერის ასისტენტის სტაჟირებაზე (საქმის ადგილზე შესწავლა).
ძირითადი ფუნქცია:
* სამშენებლო პროექტების დაგეგმვა და მართვა-მენეჯმენტი.
* პროექტის მიმდინარეობის ზედამხედველობა.
მოთხოვნები:
* უმაღლესი ტექნიკური განათლება; მენეჯმენტის განხრით (22-30 წლის მამაკაცი).
* ქართული და რუსული ენების ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
* საოფისე პროგრამების (MS Office) სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
* პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
* დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
* ანალიტიკური აზროვნება;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
* დროის ეფექტურად დაგეგმვა;
* ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
* ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@ices.ge | irina.ch@ices.ge