კონკურსი ლოგოს, სლოგანის, მონუმენტის ესკიზის შექმნაზე
შპს "ელსავაკო" (ლილოს ბაზრობა) რებრენდინგთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს ახალი ლოგოს, სლოგანის და ასევე კომპანიის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით არქიტექტურული მონუმენტის ესკიზის შექმნაზე. გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით.
ლოგო:
ლოგო შესაძლებელია შედგებოდეს ორიგინალური ფორმით დაწერილი ტექსტისგან ("ლილო მოლი") ან სიმბოლო + ტექსტი. ლოგო უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ მახასიათებლებს - ოჯახისთვის განკუთვნილი, თბილი, კეთილგანწყობილი.
ერთი ავტორისგან მიიღება მაქსიმუმ 3 ნამუშევარი.
გამარჯვებული ლოგოს ავტორი დაჯილდოვდება 1,000 ლარით.
სლოგანი:
სლოგანი უნდა იყოს მარტივი და გამოხატავდეს შემდეგ კონცეფციას - დიდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, იაფი, საოჯახო სავაჭრო ცენტრი.
გამარჯვებული სლოგანის ავტორი დაჯილდოვდება 500 ლარით.
არქიტექტურული მონუმენტი:
შპს "ელსავაკო" წარმოადგენს კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს, რომელიც ბაზარზე არსებობს 1991 წლიდან. იგი წარმოადგენს პირველ სავაჭრო ცენტრს საქართველოში. თავის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანიას სურს შეიქმნას არქიტექტურული მონუმენტი, რომელიც ასახავს კომპანიის ისტორიას, სიძლიერეს და გამძლეობას. მონუმენტი განთავსდება სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ცენტრალურ შესასვლელთან. მონუმენტის სავარაუდო სიმაღლე უნდა იყოს 7 მეტრი.
ნამუშევარი უნდა იყოს ესკიზის სახით, რის შემდეგაც გამარჯვებულ ავტორთან გაგრძელდება მუშაობა პროექტზე.
გამარჯვებული ესკიზის ავტორი დაჯილდოვდება 2,500 ლარით.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 20 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.