კონკურსი კონსულტანტის და მოლარის ვაკანსიებზე
მაღაზიების ქსელი "კი ბატონო" აცხადებს კონკურსს კონსულტანტის და მოლარის ვაკანსიებზე.
ძირითადი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
* კეთილსინდისიერება;
* პრეზენტაბელური გარეგნობა;
* სხარტად აზროვნების უნარი;
* გამართულად მეტყველების უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* ასაკი: 30 წლამდე.
შერჩევა ჩატარდება ეტაპებად: რეზიუმეების გადარჩევა, ტესტირება, გასაუბრება.
შერჩევის შემდეგ კანდიდატები გაივლიან ორკვირიან სტაჟირებას ქსელის სხვადასხვა მაღაზიებში, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმდებიან.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: hr.bonimarket@gmail.com 2013 წლის 16 ივნისამდე ,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.