კონკურსი ჟურნალისტებისათვის
შპს "ვუდ სერვისი" აცხდებს კონკურს ჟურნალისტებისათვის
საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ტექნოლოგიების ცენტრის გაშუქება.
კონკურსის მიზანი:
• საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ დისკუსიის მხარდაჭერა;
• ახალი ტექნოლოგიების ცენტრში დანერგილი ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის ინიციატივებისა და ტექნოლოგიების გაშუქების მხარდაჭერა მედიის საშუალებებით.
კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი მიმართულება:
ა. საქართველოს სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური პრაქტიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზანშეწონილობის გაშუქება;
ბ. საზოგადოებრივ და კომერციულ შენობებში, საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვისა და გამოყენების გაშუქება.
პრიზების ოთხი კატეგორია:
ჟურნალისტების კონკურსის ფარგლებში მედიის ოთხი საშუალებისთვის (ტელევიზია, რადიო, პრესა, საინფორმაციო სააგენტოები) გათვალისწინებულია სულ რვა პრიზით (ოთხი პირველი და ოთხი - მეორე) დაჯილდოვება. თითოეულ კატეგორიაში პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული მიიღებს პრიზს 700 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილზე გასული - პრიზს 300 აშშ დოლარის ოდენობით.
ჟურნალისტების კონკურსის კატეგორიები დაყოფილია მედიის შემდეგი საშუალებების მიხედვით:
1. სატელევიზიო სიუჟეტი: ორი პრიზი; პირველი - 700 აშშ დოლარი; მეორე - 300 აშშ დოლარი;
2. რადიო სიუჟეტი: ორი პრიზი; პირველი - 700 აშშ დოლარი; მეორე - 300 აშშ დოლარი;
3. ბეჭდვითი მედია: ორი პრიზი; პირველი - 700 აშშ დოლარი; მეორე - 300 აშშ დოლარი;
4. საინფორმაციო მხარდაჭერა სააგენტოების მიერ (ნიუსები, ანონსები, პრესრელიზები): ორი პრიზი; პირველი - 700 აშშ დოლარი; მეორე - 300 აშშ დოლარი.
პრიზით დაჯილდოვდებიან ჟურნალისტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. რაოდენობა - გამარჯვებულმა ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს:
• ბეჭდვითი მედია - მინიმუმ 5 სტატია;
• რადიო და ტელეჟურნალისტებმა - 3 სიუჟეტი;
• საინფორმაციო სააგენტოებმა - 10 ნიუსი, ანონსი.
• სტატია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 200 სიტყვისაგან, სიუჟეტები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ მოცულობას, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი უნდა იყოს არანაკლებ 100 სიტყვისა.
2. სტატიის აქტუალურობა/შესაბამისობა (0-20 ქულა) - წარმოდგენილი სიუჟეტი/სტატია უნდა ასახავდეს რეალობას და გასაგები უნდა იყოს მიზნობრივი ჯგუფებისთვის.
3. ინფორმაციის სიზუსტე (-10 - 20 ქულა) - მოწოდებული ფაქტების სისწორე.
4. ვიზუალური ეფექტი და ორიგინალურობა (0-15 ქულა) - ვიზუალური ეფექტისა და ორიგინალურობისათვის გათვალისწინებულია დამატებითი ქულები.
5. სტატიაში/სიუჟეტში ახალი ტექნოლოგიების ცენტრში ენერგოეფექტური ინიციატივების მითითება (0-20 ქულა) - უნდა უკავშირდებოდეს ან აღნიშნული უნდა იყოს ახალი ტექნოლოგიების ცენტრი (აუცილებელი პირობა), USAID/ნათელი, EBRD/ენერგოკრედიტი და სხვა (სასურველი, აღნიშნულ შემთხვევაში ნამუშევას დაერიცხება დამატებით 5 ქულა).
6. სტატიები/გადაცემები უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული ან გაშუქებული. გამოუქვეყნებელი მასალა ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
ჟურნალისტებმა უნდა მიაწოდონ შესაბამისი საკონკურსო მასალა კომპანია "ვუდ სერვისს" შესაფასებლად. 2010 წლის 4 ნოემბერს 10:00 სთ-ზე ახალი ტექნოლოგიების ცენტრში ჩატარდება სემინარი ჟურნალისტებისათვის, სადაც მათ საშუალება მიეცემათ უკეთ გაეცნონ საკონკურსო თემას. სემინარის ხანგრძლივობა არის 1 საათი.
სემინარში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ჟურნალისტები უნდა დაუკავშირდნენ კომპანიას არა უგვიანეს 2010 წლის 2 ნოემბრისა.
მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ჟურნალისტები მონაწილეობას მათთვის ჩატარებულ სემინარში, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ჟურნალისტს. მათთვის, ვინც ვერ დაესწრო სემინარს, მასალები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია "ვუდ სერვისის" ვებ-გვერდზე, 2010 წლის 5 ნოემბრიდან.
კომპანია ნებისმიერ დროს გასცემს შესაბამის კითხვებზე პასუხს ჟურნალისტებს.
ყველა ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს "ვუდ სერვისის" ოფისში (მისამართი იხილეთ ქვევით) სტატიების ელექტრონული ვერსია (ვორდში ან PDF ფაილად) ჟურნალის/გაზეთის სტატიის ასლით, სადაც გამოქვეყნდა ეს სტატია, სატელევიზიო/რადიო გადაცემა (დვდ-ზე ან ვიდეოზე) დეტალებით, თუ რომელ არხზე და რა დროს იყო გაშუქებული (საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ასლი ან/და ვებ-გვერდის მისამართი, სადაც არის განთავსებული).
ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილი მასალა შეფასდება 3 ექსპერტის მიერ, ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების შესაბამისად.
მასალის ჩაბარების საბოლოო ვადაა 2011 წლის 30 მარტი.
პრიზების გადაცემა მოხდება 2011 წლის 14 აპრილს.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ შეცვალონ ვადები არასაკმარისი მოწოდებული მასალების რაოდენობის გამო.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.