ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი "ეგო-არტი"

"საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია ", საქართველოს სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის  განვითარების ფონდი"-ს მხარდაჭერით, იწყებს კონკურსს "ეგო-არტი".კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა გამოვლენა პოეზიაში, პროზასა და ფოტოგრაფიაში, საქართველოს რეგიონული მასშტაბით. 12 რეგიონიდან (აფხაზეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, თბილისი) გამოვლინდება თითო საუკეთესო წარმომადგენელი (სულ 36). შერჩეულ ასაკად განსაზღვრულია 15-26 წელი. ამას გარდა, საუკეთესო 20 მონაწილის შემოქმედება განთავსდება ააიპ-ს ბლოგზე:
http://egoarti.wordpress.com/.
საუკეთესო ნაწარმოების ყველა ავტორს (სამივე ეტაპში გამარჯვებულს) მიეცემა საშუალება ჩამოვიდეს დედაქალაქში, სადაც მოხდება ავტორთა დაჯილდოება, ასევე, სიურპრიზის სახით, თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება გამარჯვებულთა შორის
გამარჯვებული. მოწვეული ახალგაზრდები იმ ღამით განთავსდებიან სასტუმროში. მეორე დღეს მოეწყობა ექსკურსია ქალაქგარეთ. გამარჯვებული ავტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან რეგიონიდან ტრანსპორტირებითადა სასტუმროთი.
პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეთა შემოქმედება დაიბეჭდება კრებულად. მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსოდ უნდა გამოგზავნონ ქართულ ენაზე დაწერილი ერთი, ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ნაწარმოები (ლექსი ან პროზა). პროზაული ნაწარმოები უნდა იყოს არაუმეტეს ერთი გვერდისა, A4 ფორმატი, AcadNusx, შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1,5.
ფოტო კონკურსი "ფოტო-ამბავი":

მონაწილეობის პირობები:

1. თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს 3 ჟანრული ფოტო;
2. ფოტო უნდა იყოს აუცილებლად თქვენი გადაღებული;
3. შეგიძლიათ გამოგზავნოთ ნებისმიერი ტიპის კამერით გადაღებული ფოტო, გარდამობილური ტელეფონისა;
4. ფოტო გამოგზავნეთ JPEG ფორმატში;
5. გამოსაგზავნი ფოტოს გრძელი მხარე არ უნდა აღემატებოდეს 1000 პიქსელს (ასევე იქონიეთ ამავე ფოტოს ორიგინალი ზომა მინ. 3200 პიქსელი).
საავტორო უფლებები რჩება ფოტოგრაფს.

კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებთან (ლექსი, პროზა, ფოტო) ერთად უნდა გაგზავნოს პირადობის ასლი ფოსტაზე: egoart2013@yahoo.com ასევე, უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, ტელეფონი, რეგიონი (რომლის სახელითაციღებს მონაწილეობას კონკურსში).
ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 14 ივნისი, 2013 წ

ბანერები