კონკურსი
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET - http://www.iset.ge) აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე "როგორ შეიძლება საქართველოს ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება?"
ესე უნდა მოიცავდეს ქართული ეკონომიკის ერთ კონკრეტულ სექტორს, ამ სექტორში ექსპორტის დინამიკასა და ბარიერებს. ასევე რეკომენდაციებს, თუ როგორ გაიზარდოს სექტორის პროდუქტიულობა საერთაშორისო კონკურენციის ბაზარზე. მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ სტატისტიკური მონაცემები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა წარმოდგენილი ესე შემოწმდება პლაგიატიზმში. ესეები დაწერილი უნდა იქნას საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური წერის ნორმების გათვალისწინებით.
ესე არ უნდა აღემატებოდეს 3 თაბახის ფურცელს (1500 სიტყვამდე) და აუცილებლად დაწერილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს და, ასევე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს. სამი საუკეთესო ესე მიიღებს შესაბამის პრიზს: პირველი ადგილი - 300 აშშ დოლარი, მეორე ადგილი – 200 აშშ დოლარი, მესამე ადგილი – 100 აშშ დოლარი.
გააგზავნეთ თქვენი CV ესე მისამართზე essay@iset.ge 2013 წლის 25 მარტის, 3 საათამდე (თბილისის დროით)
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
Maya Surguladze at essay@iset.ge
Tel: +995 32 250 71 77 ext.104