კომპანიის GWP ინჟინერ-კონსტრუქტორის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს ინჟინერ-კონსტრუქტორის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი- პარასკევი, 09:00 – 18:00)
მოვალეობები:
- მოქმედი და ამორტიზებული ობიექტების აღდგენა-გაძლიერების საპროექტო (კონსტრუქციული ნაწილი) დოკუმენტაციის, მათ შორის შენობა-ნაგებობებისა და მილსადენების შექმნა;
- ახალი დასაპროექტებელი ობიექტებისთვის შენობა-ნაგებობების, ლითონკონსტრუქციების, მილსადენების და სპეციფიკური ნაგებობების, კონსტრუქციული გაანგარიშებების მომზადებაროგორც ტექსტური ასევე გრაფიკული ნაწილის დამუშავებით;
- სამშენებლო საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოძიება და დეპარტამენტებისთვის გაცნობა;
- საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა;
- საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა კომპანიის მომიჯნავე განყოფილებების სამშენებლო-საინჟინრო საკითხების გადაწყვეტაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სამშენებლო სფეროში);
- არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე;
- სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
- შრომისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
- სასურველია გარემოს დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა: რუსული ან ინგლისური;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: AutoCAD Robot, LIRA Construction ან ანალოგიური ტიპის პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობა;
- სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2019 წლის 9 აგვისტოსი.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც გზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
CV-ს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შ.პ.ს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები ერთი წლის განმავლობაში.