ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კომპანიის GREENTEST & WANDIO გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

შპს GREENTEST & WANDIO აცხადებს მიღებას ერთობლივ გადამზადების პროგრამაზე, რომელიც სტუდენტებსა და ახალბედა დეველოპერებს, რომლებსაც არ ჰქონიათ შანსი, ემუშავათ რეალურ საინტერესო პროექტებზე, საშუალებას მისცემს, გაიღრმაონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება და დაიწყონ მუშაობა წამყვან კომპანიებში.

სასწავლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კანდიდატები რეალური ბიზნესპროექტების განხორციელებისთვის .NETვებდეველოპერის როლში. კანდიდატები შეიძენენ საქართველოს წამყვანიკომპანიებისთვის საჭირო  ცოდნასა და უნარებს.

სწავლის დაწყება: ივლისი, 2019

ხანგრძლივობა: 3 თვე

წინაპირობები:

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა შემდეგ ტექნოლოგიებზე:

  • NET ფრეიმვორკი
  •  C# პროგრამირების ენა
  • asp.net
  • transact SQL

აგრეთვე ინგლისური ენის ცოდნა.

კურსი შედგება შემდეგი მოდულებისგან:

  • შესავალი
  • რას ნიშნავს, იყო დასაქმებული - კომუნიკაციის უნარები, ბიზნესისა და ყოველდღიური სამუშაო გარემოზე წარმოდგენის შექმნა
  • C# პროგრამირების ენის საფუძვლები
  • Transact SQL, Microsoft SQL Server და Entity Framework
  • HTML / CSS
  • ASP.NET MVC
  • IIS და მისი დანერგვა
  • საბოლოო პროექტი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა გაიაროს ტესტირება და გასაუბრება.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატები დასაქმდებიან წამყვან კომპანიებში. 

კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებს. სტუდენტები იმუშავებენ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებზე.

კურსს გაუძღვებიან დარგის პროფესიონალები მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით: არჩილ ვარშანიძე და ირაკლი გაბისონია.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ განაცხადი ბმულზე.

ბანერები