ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კომპანიის Ecovis Georgia ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას – ანაზღაურებადი სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით) ბუღალტრული მიმართულებით.

ვაკანსიის პერიოდი: 17 აგვისტო / ბოლო ვადა – 17 სექტემბერი

მოთხოვნები:

  • განათლება: ტექნიკური – განიხილება მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც.
  • სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ 1 წიგნი;
  • სავალდებულოა ინგლისური B2 და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 4
  • სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
  • ანაზღაურება: 375 ლარი (დარიცხული)
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., N11 (თბილისის ბიზნესცენტრი)

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

ტესტირება:

  • ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
  •  ტესტირების თემა: ფინანსური აღრიცხვები

გასაუბრება –ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დასაქმების შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:

  • გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
  • კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
  •  სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 17 სექტემბერი, 2020 წ.


ბანერები