ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კომპანიის Adjara Group შემოსავლების აუდიტორის დამხმარისსტაჟირების პროგრამა

Adjara Group აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემოსავლების აუდიტორის დამხმარის პოზიციაზე.

პოზიცია: შემოსავლების აუდიტორის დამხმარე
დეპარტამენტი: ფინანსები
მოახსენებს შემოსავლების აუდიტორს

საჭირო უნარები:

  • ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში (ჩაითვლება უპირატესად);
  • კარგი ორგანიზაციული უნარი;
  •  კარგი საკომუნიკაციო უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაუწიოს დახმარება შემოსავლების აუდიტორს მიმდინარე საკითხებში;
  • შემოსავლების აუდიტორთან ერთად დაგეგმოს, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ყველა სახის საბუღალტრო ოპერაცია;
  • შეამოწმოს პერსონალისა და სტრუქტურული ერთეულის მიერ წარდგენილი ყველა ჩეკი, ასევე ხელმძღვანელთან კოორდინაციაში განიხილოს დღგ-სგან გათავისუფლების ყველა შესაძლო შემთხვევა;
  •  აკონტროლოს ანგარიშები ოთახების ტარიფის ცვალებადობის შესახებ;
  •  აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაციის სწორად შევსება და დაარქივება;
  •  მონაწილეობა მიიღოს წლის ბოლოს დახურვის პროცესებში და საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებაში;
  •  ყოველდღიურად გადაამოწმოს საბანკო ანგარიშები;
  •  შეამოწმოს, წარადგინა თუ არა თითოეულმა დეპარტამენტმა მათ მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია;
  •  აკონტროლოს გადასახადები და საბანკო გადარიცხვები სასტუმროს საბანკო ანგარიშზე;
  •  აკონტროლოს სასტუმროს ყველა ფაქტურა, ინვოისი;
  •  მიიღოს საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით არსებული ყველა შეცდომა, შეამოწმოს და დაითვალოს ფული სათანადო პირთან ერთად;
  •  მიიღოს ინფორმაცია რეგისტრაციების დეპარტამენტის მოლარისაგან;
  • აკონტროლოს რეგისტრაციების დეპარტამენტის მოლარის მიერ შესასრულებელი ოპერაციები;
  •  თვალი ადევნოს ვალუტის კურსს;
  •  აკონტროლოს ყველა წინასწარი გადახდა (მგზავრობის ხარჯები, პერსონალის წინასწარი შესყიდვები და სხვა);
  • იყოს მეგობრული და გუნდური მოთამაშე;
  • ეფექტურად ითანამშრომლოს სხვა დეპარტამენტებთან.

დაინტერესებულპირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 15 ივლისამდე გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:hr@adjaragroup.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

ბანერები