კომპანია „ოპპას“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის ვაკანსია
კომპანია „ოპპა“ აცხადებს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიას.
პოზიციის მიზანი
სხვადასხვა HR ადმინისტრაციული საკითხების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა, განყოფილებაში მიმდინარე პროცესებსა და პროექტებში ჩართულობა და შესაბამისი მხარდაჭერა
პასუხისმგებლობა და ფუნქცია-მოვალეობები
- ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში მიმდინარე სხვადასხვა საკითხში მონაწილეობა;
- შემოსული რეზიუმეების ბაზის მართვა, საკადრო რეზერვების ფორმირება;
- რეზიუმეების გადარჩევის პროცესში განყოფილების მხარდაჭერა;
- ტესტირების საჭიროების შემთხვევაში მისი ორგანიზება/ჩატარება;
- განყოფილების საკანცელარიო საქმიანობის მართვა, სხვადასხვა ტიპის ბრძანებების მომზადება, ინფორმაციის შესაბამის ბაზებში ასახვა, მუდმივი კონტროლი და განახლება;
- ადმინისტრაციული/საკანცელარიო საქმის წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში განყოფილების მხარდაჭერა ნებისმიერი პროექტის ფარგლებში;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
- უნარები:
- კომუნიკაბელური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოქნილი (სიახლეების მიმართ სწრაფად ადაპტირებადი);
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებული.
კომპანია გთავაზობთ
- შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
- განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე 19.07.2019-ის ჩათვლით გაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
CV-ს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ოპპა-მ“დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
სს „ოპპა“ (ყოფილი სს „ნოვა ტექნოლოჯი“) საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი აქვსკომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.