კომპანია "კავკასუს ონლაინი" აცხადებს ვაკანსიას პროექტირების პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში
კომპანია "კავკასუს ონლაინი" აცხადებს ვაკანსიას პროექტირების პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში.
იმისათვის, რომ კანდიდატი მოხვდეს განსახილველთა სიაში, აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება (იხილეთ დანართი).
ძირითადი ფუნქციები:
• შესრულებული აზომვითი ნახაზების კომპიუტერული დამუშავება;
• პროექტის ელექტრონული ვერსიის დამუშავება;
• პროექტის საქაღალდე ვერსიის მომზადება.
მოთხოვნები:
განათლება:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება;
• სამუშაო პროფილთან დაკავშირებული სერტიფიკატი (სასურველია).
უნარ-ჩვევები:
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• სწრაფი რეაგირების უნარი;
• პრობლემების აღმოჩენისა და ანალიზის უნარი;
• დეტალური ინსტრუქციის შესრულების უნარი.
სხვა მოთხოვნები:
• ამ სფეროში 2 წლამდე მუშაობის გამოცდილება;
• გრაფიკული პროგრამების - AutoCAD და Arcgis - ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
1. კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე;
2. გასაუბრება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: vacancy@co.ge 2012 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. "Subject"-ში აუცილებელია მიუთითოთ იმ ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს. მხოლოდ CV, ან მხოლოდ სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება.