ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კლიენტთა მომსახურების ოფიცრის ვაკანსია სს ბანკ ,,რესპუბლიკაში”

სს ბანკი "რესპუბლიკა", ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი", აცხადებს ვაკანსიას სამტრედიის ფილიალში, კლიენტთა მომსახურების ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:    
•    ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საბარათო, სადეპოზიტო ანგარიშების გახსნა-დახურვა, ცვლილება, ოპერაციების წარმოება.
•    ფიზიკური და იურიდიული პირების მინდინარე ანგარიშების გახსნა/მომსახურება, ოპერაციების წარმოება.   
•    ინტერნეტ–საბანკო მომსახურება და პროგრამაში "ბანკი-კლიენტი" მუშაობა.
•    კლიენტებისათვის საბანკო ჩეკების განაღდება.   
•    ორგანიზაციების სახელფასო პროგრამით მომსახურება.   

მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში;   
•    იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;   
•    ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;   
•    კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.   

უნარ-ჩვევები:
•    კომუნიკაბელურობა;
•    ადვილად ათვისების უნარი, დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;   
•    გუნდური მუშაობის უნარი;   
•    მოწესრიგებულობა;   
•    პასუხისმგებლობის გრძნობა.   

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები