კლიენტებთან ურთიერთობების ოფიცრის თანამდებობა კორ სტანდარტ ბანკში
კორ სტანდარტ ბანკი აცხადებს მიღებას კლიენტებთან ურთიერთობების ოფიცრის თანამდებობაზე მარნეულში.
მოვალეობები:
• საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
• კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების მოწყობა;
• მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების დამუშავება, დამტკიცება, გაცემა;
• არსებული კლიენტების საოპერაციო მომსახურება;
• პორტფელის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
• მოლაპარაკებების წარმოების უნარი და გამოცდილება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
• ინგლისური ენის ცოდნა განიხილება, როგორც უპირატესობა.
პიროვნული თვისებები:
• შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა;
• კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• სააპლიკაციო ფორმა;
• ფოტოსურათი;
• დიპლომისა და სერთიფიკატის ასლები.
დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 23 აგვისტოს 17:00 საათი.
მისამართზე: career@ksb.ge 2010 წლის 23 აგვისტოს 17.00 საათამდე.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.