იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის განვითარების გუნდში
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:
• პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
• თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
• ბონუს სისტემას;
• სამედიცინო დაზღვევას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• მონაწილეობა პროცესების აღწერასა და ოპტიმიზაციაში;
• მონაწილეობა ტექნიკური დავალებების მომზადებაში;
• მონაწილეობა პროცესებისა და სერვისების ფინანსურ ანალიზში;
• პროგრამისტებთან ურთიერთობა;
• მონაწილეობა სიახლეების დანერგვის პროექტებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი ტექნიკური (პროგრამირება, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა) ან ბიზნეს განათლება;
• შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა;
• ლოგიკური აზროვნების უნარი, ყურადღებიანობა და აკურატულობა.
ანაზღაურება: 400 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით.