ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

იურისტის ვაკანსია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროექტში - "მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების ხელშეწყობა და სფეროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა საქართველოში" - იურისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ანაზღაურება: დარიცხული 1,300 ლარი.

სამუშაო აღწერილობა:
•    მოქალაქეობის არმქონე პირთა განცხადებების განხილვა-გადაწყვეტისას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების კონსულტირება;
•    სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;
•    მოქალაქეობის არმქონე პირთა საქმეების ანალიზი და განზოგადება;
•    პროექტის კოორდინატორისადმი ანგარიშგება;
•    საჭიროების შემთხვევაში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

კვალიფიკაცია:
•    აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
•    საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
•    კანონმდებლობის სფეროში კვლევის უნარი და გამოცდილება;
•    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
•     კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
•    ორგანიზაციული უნარი და ყურადღება დეტალებისადმი;
•    კომპიუტერის ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 12 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები