იურისტის ვაკანსია კომპანია "სტრადა ავტოში"
ავტო დილერი კომპანია - "სტრადა ავტო" - აცხადებს კონკურსს იურისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაო კვირა: ორშაბათი-შაბათი.
სამუშაო საათები: 10.00-19.00.
ანაზღაურება: 800 ლარი (დარიცხვის შემდეგ).
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
• ხელშეკრულებების შედგენა;
• საჩივრების განხილვა;
• მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
• სხვა იურიდიული საქმიანობა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
• კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.