იურისტის ვაკანსია ”ინვესტბანკში”
ს.ს. "ინვესტბანკი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
მოკლე აღწერა:
• საბანკო და სამოქალაქო, სამეწარმეო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
• ადვოკატის სერთიფიკატი სამოქალაქო სამართლის კუთხით;
• საერთაშორისო კერძო სამართლის სრულყოფილი ცოდნა, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის;
• ბანკის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება და მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
• ინკასოების, ამოღების შესახებ ბრძანებების და სახელმწიფო ორგანოების სხვა აქტების მიღების სამართლებრივი კონტროლი;
• საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ბანკის თანამშრომლების ინფორმირება და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა; საჭიროებისამებრ, საქმიანობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
• ბანკის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა და საჭირო საბუთების მიწოდება;
• საბანკო სფეროში კორპორაციული მართვის საგნის სრულყოფილი ცოდნა;
• ბანკის სამართლებრივი უზრუნველყოფის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.
მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება (მათ შორის საზღვარგარეთ)
• 1 წლის სამუშაო გამოცდილება (სასურველია საბანკო სფეროში)
• ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სრულყოფილად (იურიდიული საკონტრაქტო და საბანკო ტერმინოლოგიის ცოდნა, რაც გულისხმობს საბანკო, სამოქალაქო სამართლის კუთხით კონტრაქტების თავისუფალ თარგმნასა და შედგენას), როგორც ვერბალური ასევე წერითი (სავალდებულოა)
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
• დეტალებზე ორიენტირებული.
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით
• დამოუკიდებლად და გუნდთან მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 12 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.