ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

იურისტის ვაკანსია დაცვის სამსახურში "ალგანი"

დაცვის სამსახური "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

სამუშაო საათები: 10.00-19.00; შაბათს: 10.00-14.00.

ძირითადი მოვალეობები:
•    კომპანიის ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტაციის/ხელშეკრულების მომზადება და წარმოება;
•    კომპანიის პარტნიორ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა, იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპანიის სახელით;
•    შპს "ალგანის" ინტერესების წარმოდგენა/დაცვა სასამართლოში, არბიტრაჟში თუ მესამე პირებთან.

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    იურისტად მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
•    საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და შრომითი კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
•    პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    სქესი: მამაკაცი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 3 ივლისი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

ბანერები