იურისტის ვაკანსია არასამთავრობო ორგანიზაციაში "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი"
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• საჯარო ან/და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 -წლიანი გამოცდილება;
• გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
• პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
• სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
• სამართლებრივი კვლევების ჩატარება;
• სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.