ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

იტალიურ და ესპანურენოვანი გიდის ვაკანსია ტურისტულ სააგენტო ‘’Visit Georgia”-ში

ტურისტული სააგენტო ’’Visit Georgia” აცხადებს კონკურსს იტალიური და ესპანურენოვანი გიდის ვაკანსიაზე.

კანდიდატს მოეთხოვება იტალიურ ან ესპანურ ენაზე თავისუფლად მეტყველება, ზოგადი განათლება, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა.

შესარჩევთა ასაკი: 22-25 წელი.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან უფასო მოსამზადებელ 4-თვიან ტრენინგებს უშუალოდ ’’Visit Georgia”-ს ოფისში და პრაქტიკულ მეცადინეობებს, რის შემდეგაც ისინი კონტრაქტის საფუძველზე დასაქმდებიან ამავე კომპანიაში გიდებად.

ტურისტული სეზონი იწყება აპრილში და მთავრდება ოქტომბრის ბოლოს. გიდის დღიური ანაზღაურება საწყის ეტაპზე არის: 30 ლარი (6 კაცის ჩათვლით) და 40 ლარი (7 კაციდან). ტურის განმავლობაში კვების, ცხოვრების (თბილისს გარეთ) და ტრანსპორტის ხარჯები ანაზღაურდება კომპანიის მიერ.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები