IT ტექნიკოსის თანამდებობა
შპს "რუსთავის ფოლადი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის (Help Desk) თანამდებობაზე ქ. რუსთავში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა;
• ქსელების კარგი ცოდნა;
• Cisco-ს აპარატურასთან (და ზოგადად CLI-ს მქონე აპარატურასთან) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• შესაბამისი სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
• ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
• სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული და ინგლისური).
აუცილებელი უნარები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
• გუნდური მუშაობის კულტურა;
• დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანი და სათანადო შესრულების უნარი;
• გამართული მეტყველება;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 3 მარტი. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის თემის ველში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.