IT სპეციალისტის ვაკანსია სასტუმრო "ოაზისი"-ში
სასტუმრო "ოაზისი" ჩაქვში აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის (IT დეპარტამენტის უფროსის ასისტენტის) თანამდებობაზე.
მოვალეობები:
• ოპერაციული სისტემების დაყენება-ოპტიმიზაცია;
• კომპიუტერის დაზიანების დიაგნოსტიკა, ნაწილების შეცვლა;
• შიდა ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
• WIFI ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
• ტრეინინგის შემდეგ საკონფერენციო სისტემის ადმინისტრირება;
• ყოველდღიური რეპორტის გაკეთება დეპარტამენტის უფროსთან.
მოთხოვნები:
• კომუნიკაბელურობა;
• სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
ანაზღაურება: 400 ლარი ხელზე + ბონუსები.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 18 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.