ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

IT სპეციალისტის ვაკანსია კომპიუტერული სერვისის კომპანია "F1"-ში

კომპიუტერული სერვისის კომპანია "F1" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

კანდიდატმა უნდა იცოდეს:
•    ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/რეინსტალაცია (Windows XP, Vista, Windows 7, სასურველია Mac OS, Linux);
•    კომპიუტერული პრობლემების მოგვარება (ეგრეთწოდებული Troubleshooting-ი);
•    ქსელების მონტაჟი და გამართვა (LAN, Wireless);
•    დაზიანებული კომპიუტერის დიაგნოსტიკა და ნაწილის შეცვლა;
•    გარე მოწყობილობების მიერთება და კონფიგურაცია.

სამუშაოს აღწერა:
•    სამუშაო გრაფიკი: კვირის გარდა ყოველდღე, 10:00am - 6:00pm (თვეში ერთი კვირა დღე სამუშაო);
•    ანაზღაურება: გამომუშავებით.

მოთხოვნები:
•    ენერგიული და კომუნიკაბელური ახალგაზრდა (18 წლიდან);
•    ცოდნა და გამოცდილება IT სფეროში (მისაღებია თვითნასწავლი კანდიდატურებიც);
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    ორიენტირებული პროფესიონალურ განვითარებაზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები