IT სპეციალისტის ვაკანსია კომპანიაში "ჯეონეთი"
საკომუნიკაციო კომპანია "ჯეონეთი" აცხადებს კონკურსს IT სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო განრიგი: სრული
მოთხოვნები:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით);
• პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (Windows 2000/XP/Vista/7, პერიფერიული მოწყობილობები);
• ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
• სასურველია Linux -ის ცოდნა;
• ენების ფლობა: ქართული სრულყოფილად, რუსული და ინგლისურის კარგი ცოდნა;
• შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.
ხელფასი: შეთანხმებით ( ცოდნის, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.