ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

IT სპეციალისტის თანამდებობა ჰოლდინგურ კომპანიაში ,,თეგეტა მოტორსი”

ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე:

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

•    უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
•    მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება IT  სპეციალისტის თანამდებობაზე;
•    სავალდებულოა ქართული, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა; 
•    შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, Microsoft Office Applications (ინსტალირება და მომსახურება);
•    კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა (აწყობა, შეკეთება, მომსახურება);
•    ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    პირადი დისციპლინა;
•    ორგანიზებულობა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    გადაწყვეტილების მიღების უნარი;
•    გუნდური მუშაობის კულტურა.

ძირითადი მოვალეობები:

•    კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება (აწყობა, დიაგნოსტირება, გამართვა, შეკეთება);
•    საბეჭდი კარტრიჯების  შეცვლა, აღრიცხვა, სტატისტიკის შეგროვება;
•    ქსელების გაყვანა (დიაგნოსტირება და გამართვა);
•    სამუშაო ადგილების საჭირო  კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა (დადგმა, შეერთება, შეცვლა);
•    მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა (სატელეფონო ზარების პასუხი, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება და აღმოფხვრა);
•    სამუშაო დოკუმენტაცია და ანგარიშგება (სამუშაო დოკუმენტაციის შექმნა საჭიროებისამებრ);
•    საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით მივლინებებში გამგზავრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.

რეზიუმეეების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 ნოემბერი.

გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები