IT-მენეჯერის/ქსელის ადმინისტრატორის ვაკანსია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას თბილისში IT-მენეჯერის/ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· უზრუნველყოს საია-ს ოფისის შიდა ქსელის გამართვა;
· მოაწესრიგოს ორგანიზაციის თანამშრომელთა კომპიუტერები და შეამოწმოს მათი გამართულობა;
· თანამშრომელთათვის უზრუნველყოს კომპიუტერული პროგრამების განახლება;
· დაეხმაროს თანამშრომლებს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაში და ბიდინგის მოწყობაში;
ძირითადი მოთხოვნები:
· პერიოდულად გაემგზავროს და შეამოწმოს საია-ს რეგიონული ოფისების კომპიუტერების გამართულობა.
· უმაღლესი იურიდიული განათლება;
· პროფესიით მუშაობის გამოცდილება;
· შრომის დისციპლინა;
· გუნდური მუშაობის გამოცდილება.
საჭირო დოკუმენტები:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. სამოტივაციო წერილი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 17 მაისი 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმებისა, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11