IT მენეჯერის ასისტენტის ვაკანსია სადისტრიბუციო კომპანიაში
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• მოთხოვნის შესაბამისად კომპანიის ქსელისა და სისტემის გამართული მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება;
• აპარატურული-პროგრამული მხარის კონტროლი, განვითარება, დიაგნოსტიკა, შეკეთება;
• უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
• უცხო ენების ცოდნა: ქართული, რუსული (სრულყოფილად), ინგლისური (თავისუფლად);
• საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა, გეგმის შესაბამისად მოქმედების უნარი, კოორდინირებული მოქმედების შესაძლებლობა, უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაცია, ყურადღების კარგი კონცენტრაცია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე ქართულ ენაზე და პასპორტის ზომის ფოტოსურათი, 2010 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.