ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

IT დეპარტამენტის უფროსის თანაშემწის ვაკანსია "თეგეტა მოტორსში"

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის თანაშემწის პოზიციაზე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
•    უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
•     სასურველია გავლილი ჰქონდეს MOF, ITIL ან COBIT ტრენინგები;
•     MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook);
•    ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;
•     ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
•     სასურველია Help Desk-ში ან Service Desk-ში სამუშაო გამოცდილება;
•     ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
•     ასაკი: 22-30.

ძირითადი მოვალეობები:
•    განყოფილების ხელმძღვანელის დახმარება განყოფილებისა და მთლიანად კომპანიის მუშაობის პროცესში;
•     განყოფილების დოკუმენტებისა და არქივის წარმოება; მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ინსტრუქციების შედგენა; მიმდინარე საქმიანობის ხელმძღვანელისთვის წარდგენა საჭირო ფორმით;
•    მომხმარებლების მხარდაჭერა, მათი კონსულტაცია და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
•     მომხმარებლების პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა;
•    პრობლემის გადაჭრის პროცესის და ხარისხის კონტროლი, ასევე ამ ინფორმაციაზე სტატისტიკის წარმოება;
•     სამუშაოს შესრულების და სხვა მოთხოვნების განაცხადების მიღება და დაფიქსირება, შემსრულებელი პირებისთვის მისი გადაცემა და შესრულების ხარისხისა და დროის კონტროლი;
•     მომხმარებლების პერიოდული გამოკითხვის ჩატარება, მიმდინარე პრობლემების გამოსავლენად და მიღებული შედეგების განყოფილების ხელმძღვანელისთვის გაცნობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 27 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავების და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11.

ბანერები