IT აუდიტის მიმართულების სპეციალისტის თანამდებობა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო არის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოს მის ყველა მომხმარებელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა-დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
• თანამედროვე სამუშაო გარემო;
• სამედიცინო დაზღვევა;
• პრემიები და სხვა ბენეფიტები.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს შიდა კონტროლის სამსახურში IT აუდიტის მიმართულების სპეციალისტის თანამდებობაზე.
შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის განათლების დონეზე, კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
საკონკურსო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება IT მიმართულებით (სასურველია, უშუალოდ IT აუდიტის მიმართულებით);
• IT აუდიტის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
• ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (მაღალ დონეზე);
• მენეჯერული თვისებები;
• პროგრამირების ზოგადი საფუძვლების ცოდნა;
• მონაცემთა ბაზების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
• IT მიმართულებით ნებისმიერი პროფესიული სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
• ორგანიზაციული მართვის უნარი;
• დაგეგმვის უნარი;
• კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს ანალიტიკური აზროვნება);
• აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
• საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
• კონკრეტული პრობლემური სიტუაციების გაანალიზების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• ოფიციალური დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადების ცოდნა;
• პრინციპულობა და მიზანდასახულობა;
• რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
• განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს შესრულების უნარი;
• ორიენტირებულობა შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტულ დეტალებზე;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
სამსახურებრივი მოვალეობების მოკლე ჩამონათვალი:
• სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში IT მიმართულებით არსებული მდგომარეობის ზოგადი შესწავლა და ანალიზი;
• არსებული ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამების ზოგადი შესწავლა და ანალიზი;
• საინფორმაციო ტექნოლოგიების დამცავი სისტემების შესწავლა და ანალიზი;
• არსებული ტექნიკური საშუალებების, პროგრამების და დამცავი სისტემების სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უმაღლესი მენეჯმენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და ანალიზი;
• პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა;
• არსებული მდგომარეობის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემოთავაზება IT აუდიტის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ქმედობაუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
• სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა (იხილეთ დანართი).
• განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
• პირადობის მოწმობის ასლი.
• ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3/4).
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში შესაბამისად იქნება მიჩნეული. კონკურსის ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - ტესტირების და გასაუბრების ფორმით.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა 2011 წლის 16 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.