IT ანალიტიკოსი/ სპეციალისტის თანამდებობა შპს ,,სოფთმასტერში”
შპს "სოფთმასტერი" აცხადებს ვაკანსიას IT ანალიტიკოსი/ სპეციალისტის ვაკანსიაზე.
შრომითი ვალდებულებები:
• ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ყველა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, მხარდაჭერა და კონტროლი;
• პრესეილის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; პროდუქტის იდენტიფიკაცია, კონფიგურირება;
• ურთიერთობა უცხოელ მომწოდებლებთან;
• ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ეფექტური გადაწყვეტილებების პოვნა/განხორციელება;
• IP ტელეფონიის სერვერის ადმინისტრირება;
• არსებული/ჩართული ტექნოლოგიების გადაფასება დროისა და სიახლეების მოთხოვნებიდან გამომდინარე;
• მენეჯერებთან სინქრონული მუშაობა და ინოვაციური პროექტების მომზადება/დანერგვა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
• უმაღლესი განათლება კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე სფეროში;
• ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• პრაქტიკული და თეორიული ცოდნა IT-ში;
• IP ტელეფონიის საფუძვლების ცოდნა;
• უნდა შეეძლოს, გაამახვილოს ყურადღება დეტალებზე, დაძაბულ გარემოშიც კი;
• სწავლა-განვითარების სურვილი და უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• აღნიშნულ ან მონათესავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება.
კომპანიის სავალდებულო მოთხოვნა: კანდიდატი უნდა იყოს არამწეველი.
ხელფასი: 1,200-დან 2,000 ლარამდე (გამომდინარე კვალიფიკაციიდან).
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.