ინვესტორებთან ურთიერთობის უმცროსი მენეჯერის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სსიპ „აწარმოე საქართველოში" აცხადებს ინვესტიციების დეპარტამენტის ინვესტორებთან ურთიერთობის უმცროსი მენეჯერის ვაკანსიას.
განცხადების ბოლო ვადა 26.07.2019
თანამდებობრივი სარგო: 1900 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქციები:
- პრიორიტეტული სექტორების მიხედვით პოტენციური ინვესტორი კომპანიების ბაზის შექმნა;
- პოტენციურ ინვესტორ-კომპანიებთან დაკავშირება, ქვეყნების მიხედვით საქმიანი ვიზიტებისა (roadshows) და პოტენციურ ინვესტორ-კომპანიებთან შეხვედრების ორგანიზება;
- საინვესტიციო პოტენციალის გამოვლენის მიზნით განხორციელებულ კვლევებში მონაწილეობა;
- საინვესტიციო შესაძლებლობების/პროექტების შესახებ პრეზენტაციების მომზადება, მათი ინვესტორებთან წარდგენა და დაინტერესებულ ინვესტორ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- უცხოური ბიზნესასოციაციებისთვის და მათი წევრი კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პრიორიტეტული საინვესტიციო ფორუმების/კონფერენციების იდენტიფიცირება და აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება;
- პოტენციური ინვესტორების კითხვებზე კომპეტენტური პასუხების მომზადება, მათი საქართველოში ვიზიტის ორგანიზების პროცესში ჩართულობა და ინვესტორების თანხლება სხვადასხვა ლოკაციაზე;
- დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
პროფესია: ბიზნესის ადმინისტრირება და/ან ეკონომიკა
ენის ცოდნა:
ინგლისური ენა - C1
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. N18
საკონტაქტო ტელეფონები: 2 96 00 10 (1667)
საკონტაქტო პირი: მარიამ ნოზაძე
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე.