ინტენსიური ტრენინგი "საბანკო საქმე + სტაჟირება ბანკში"
ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში "ევროპული ცენტრი" გთავაზობთ ინტენსიურ ტრენინგს "საბანკო საქმე + სტაჟირება ბანკში".
საქართველოში საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად იზრდება საბანკო საქმის სპეციალისტებზე მოთხოვნა. "ევროპული ცენტრი" საბანკო საქმის სასწავლო პროგრამებს სისტემატურად აახლებს მიმდინარე ცვილებების შესაბამისად.
საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და გაზარდოთ თქვენი დასაქმების შანსი საკრედიტო და საბანკო დაწესებულებებში.
ტრენინგის თემატიკა:
** თანამედროვე საბანკო სისტემა
** საანგარიშსწორებო და საკორესპონდენტო ურთიერთობები
** უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები
** ნაღდი ანგარიშსწორების ოპერაციები
** ბანკის პასიური (დეპოზიტური) ოპერაციები
** ბანკის საკრედიტო (სასესხო) ოპერაციები
** კომერციული ბანკის სავალუტო ოპერაციები
** ფასიანი ქაღალდები
** საბანკო რისკები და სხვა.
თეორიული და პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები გაივლიან უფასო 2 კვირიან სტაჟირებას კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა + 2 კვირა (სტაჟირება ბანკში).
სწავლა მიმდინარეობს როგორც დღის, ასევე, საღამოს საათებში (მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით).
გრაფიკი: კვირაში 2 დღე (2 სთ).
კურსის სრული ღირებულება: 280 ლარი.
კურსს უძღვებიან საბანკო სექტორში მოღვაწე წარმატებული სპეციალისტები.
კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური და შემაჯამებელი ტესტირება.
კურსის ბოლოს გაიცემა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი და პრაქტიკის დამადასტურებელი ცნობა. "ევროპული ცენტრი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.
სწავლება იწყება შემდეგ ჯგუფებში: 18 სექტემბერი (l ჯგუფი), 22 სექტემბერი (ll ჯგუფი), 3 ოქტომბერი (III ჯგუფი).
დაგვიკავშირდით 3 ოქტომბრამდე .
ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238234, 2 147270, 2 332419, 599 334700
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227
ქ. ბათუმი
ტელ: (+995 422) 293293, 790 334000
ელ-ფოსტა: training@pdcgeo.ge
მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: http://www.pdcgeo.ge
სიახლეები იხილეთ: http://www.facebook.com/pdcgeo.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.