ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსია ბრიტანულ-ქართული აკადემიაში

ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას. აღნიშნული პოზიცია არის სრულ-განაკვეთიანი და იწყება 2010 წლის აგვისტოდან.

სამუშაო აღწერა:
•    ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებითი და საბაზო საფეხურის კლასებში;
•     სადამრიგებლო კლასის ხელმძღვანელობა;
•    აკადემიური წლის და ტრიმესტრების სასწავლო გეგმის, გაკვეთილებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა;
•    პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება;
•    მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგისა და შეფასების დაგეგმვა და განხორციელება;
•    მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
•    კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვა და მონაწილეობა;
•    პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა, და სხვა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
•    უმაღლესი განათლება ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში;
•    სკოლაში სწავლების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
•    სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
•    კარგი ორგანიზაციული უნარები და დისციპლინა;
•    შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
•     თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
•    შემოქმედებითობა და ინოვაციურობა;
•    კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint, ინტერნეტი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 9 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები