ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსიები
"Lingua Academia" აცხადებს მიღებას ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსიებზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
• ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნა და კარგი გამოთქმა;
• ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, ტესტირებისა და შემდგომი გასაუბრების საფუძველზე.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს (2 კვირა - 1 თვე).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@linguaacademia.com
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.