ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია ქუთაისში

"ბრიტანული ცენტრი" აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსიაზე ქუთაისში.

კანდიდატები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმებით:


•    კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნა უნდა აღემატებოდეს ან შეესაბამებოდეს კემბრიჯის პირველი სერტიფიკატის (CFC) დონეს.
•    კანდიდატი მზად უნდა იყოს მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
•    "ბრიტანული ცენტრის" წესდების შესაბამისად, მასწავლებელი მზად უნდა იყოს ცენტრის მიერ შემოთავაზებული გრაფიკით აიყვანოს სულ მცირე 4 სასწავლო ჯგუფი, რაც კვირაში საათობრივად შეადგენს 24 საათს.
•    კანდიდატების ასაკობრივი ზღვარი სასურველია არ სცილდებოდეს 17-45 წლის ფარგლებს.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 19 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები