ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის ადმინისტრატორი
"PSP ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას IT სისტემის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
• ტექნიკის დაყენება და პროგრამების დაინსტალირება;
• ქსელის გამართვა, სისტემის დაცვა და მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა;
• რეკომენდაციების ჩამოყალიბება კომპიუტერული სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
მოთხოვნები:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება;
• კომპიუტერის სრულყოფილი ცოდნა, კომპიუტერული სისტემა Windows 2000/2003/XP/VISTA –ას, ოფისის, ინტერნეტისა და ელექტრონული
მეილების პროგრამების ცოდნა;
• გამოცდილება პროგრამებისა და ტექნიკის დაყენება-დაინსტალირებასა და მართვაში;
• TCP/IP ქსელის მართვა;
• რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
• მინიმუმ ორი წლის სამუშაო გამოცდილება;
• კომუნიკაციისა და ადვილად ათვისების უნარი.
CV-ს გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 24 თებერვალი. რეზიუმეს გაგზავნისას სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.