IELTS, TOEFL და ინგლისურის სპეც. კურსები
1. IELTS და TOEFL გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები:
"ევროპული ცენტრი" გთავაზობთ 30-40 საათიან სასწავლო კურს, IELTS და TOEFL გამოცდისთვის მოსამზადებლად, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოცდაზე აჩვენოთ თქვენი დონის შესაბამისი მაქსიმალური შედეგი. ცენტრში დეტალურად გაგაცნობთ საგამოცდო მასალებს, სპეციფიკას; მოგცემთ საუკეთესო რჩევებს და გაგიზიარებთ გამოცდის ჩაბარებისთვის აუცილებელ სტრატეგიას, მიდგომებს. კურსის თარიღები შერჩეულია გამოცდის თარიღების შესაბამისად. ამრიგად, ჩვენ გთავაზობთ ისეთ არჩევანს, რომ გამოცდის თარიღი მაქსიმალურად მოერგოს თქვენი მეცადინეობების განრიგს.
მეცადინეობის ხანგრძლივობა: 30 სთ. სრული კურსის ღირებულება 400 ლარი.
მეცადინეობის ხანგრძლივობა: 40 სთ. სრული კურსის ღირებულება 500 ლარი.
2. ინგლისური ენის სასაუბრო კურსი:
"ევროპული ცენტრი" გთავაზობთ ინგლისური ენის სასაუბრო კურსს რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც ფლობს ინგლისური ენის გრამატიკის ძირითად ნაწილს და სურს გაიმდიდროს ლექსიკა, რათა თავისუფლად შესძლოს მეტყველება ინგლისურ ენაზე სხვადასხვა სიტუაციებში.
მეცადინეობის ხანგრძლივობა: 48 სთ (3 თვე). სრული კურსის ღირებულება: 600 ლარი (ქართველი პედაგოგი).
მეცადინეობის ხანგრძლივობა: 48 სთ (3 თვე). სრული კურსის ღირებულება: 750 ლარი (უცხოელი პედაგოგი).
3. ბიზნეს ინგლისური
"ევროპული ცენტრი" გთავაზობთ ბიზნეს ინგლისურის შემსწავლელ კურსს. ბიზნეს ინგლისური მიმართულია მათთვის, ვისაც სჭირდება ინგლისური სამუშაო გარემოში; ასევე, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ემზადებიან ბიზნესის შესწავლისათვის. კურსის მსვლელობის დროს თქვენ შეისწავლით:
საკომუნიკაციო უნარებს ბიზნესის სფეროში
თავისუფლად მეტყველების უნარს
ბიზნეს ლექსიკას
გამოთქმას და ინტონაციას
ინგლისურის ეფექტურად გამოყენების სტრატეგიას სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციაში - პრეზენტაცია, შეხვედრა, მოლაპარაკება, სატელეფონო საუბარი.
მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2 თვე, 2 სთ, კვირაში ორჯერ.
კურსის ღირებულება:
9 სთ-დან 17 სთ-მდე - 200 ლარი 1 თვე.
19 სთ-დან 21 სთ-მდე - 230 ლარი 1 თვე.
ჯგუფში 5-7 მსმენელი
"ევროპული ცეტრი" ყველა მსურველს სთავაზობს უფასო ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ On-Line ტესტირებას: http://pdcgeo.ge/index.php?page=179&lang=geo
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://www.pdcgeo.ge/index.php?page=45&lang=geo ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2238234, 2147270, 2332419, 599 334700
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 568 74 3737
ელ-ფოსტა: training@pdcgeo.ge
მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: http://www.pdcgeo.ge
"ევროპულ ცენტრში" სასწავლო კურსების ორგანიზებისთვის ყველა პირობაა შექმნილი: ტრენინგისათვის განკუთვნილი თანამედროვე დარბაზები, საჭირო აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური ტრენერები, კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და კეთილგანწყობა, უფასო Wi-Fi. კლიენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთილი კურსების კორპორატიული კლიენტის ცენტრში ორგანიზება.
სიახლეები იხილეთ: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 28 თებერვალი.