გრაფიკული და ვებ-დიზაინერის პოზიცია
ციფრული მარკეტინგული კომპანია "42 გრადუსი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული და ვებ-დიზაინერის პოზიციაზე.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
• გამოცდილება გრაფიკულ/ვებ/მულტიმედია დიზაინში.
• შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Illustrator (ან Corel Draw), InDesign.
უპირატესობა მიენიჭება შემდეგ დამატებით ცოდნა/გამოცდილებას:
• სრული ან არასრული უმაღლესი განათლება შესაბამის სპეციალობებში (მულტიმედია დიზაინი, კომპიუტერული გრაფიკა, მოდელირება და ა.შ.)
• ინგლისური ენა.
აუცილებელი პიროვნული უნარები:
• შემოქმედებითი აზროვნება;
• განვითარებაზე ორიენტირებულობა;
• მიზანდასახულობა;
• ორგანიზებულობა;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• კოლეგიალობა.
ფუნქცია/მოვალეობები:
• პროექტების დიზაინთან დაკავშირებით შემოქმედებით ჯგუფში მუშაობა; სხვადასხვა დიზაინერული იდეებისა და კონცეფციების შემუშავება;
• დავალების ფორმის მიხედვით და განსაზღვრული ვადების შესაბამისად, ვებ-გვერდის სრული დიზაინის შექმნა პროგრამირებისთვის საჭირო ფორმატში;
• სხვადასხვა ტიპის ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალის დიზაინის შექმნა/დამუშავება შესაბამის ფორმატში;
• შეკვეთის შესასრულებლად საჭირო მასალების მოძიება და დამუშავება;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება პროექტის შესაბამისად.
თუ ხართ მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული, შემოქმედებითი ხედვის მქონე პიროვნება და აკმაყოფილებთ განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო არა უგვიანეს 2011 წლის 19 ოქტომბრისა. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი წერილი არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.