ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გიდის ვაკანსია

შპს ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას გიდის (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, რუსულ, პოლონურ, ფინურ და იაპონურ ენოვანი) თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
•    ასაკი: 23 – 35 წელი
•    ენების ცოდნა“ ქართული – მშობლიური, უცხო ენა – სრულყოფილად.
•    უმაღლესი განათლება
•    საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის ზოგადი ცოდნა

დამატებითი უნარ – ჩვევები:
•    კომუნიკაბელურობა;
•    მოტივირებულობა;
•    ორგანიზებულობა;
•    დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძობა;
•    დროის ეფექტური მართვის უნარი

შერჩეული კანდიდატები გაივლიან უფასო მოსამზადებელ 4 თვიან ტრენინგებს უშუალოდ “Visit Georgia”-ს ოფისში და პრაქტიკულ მეცადინეობებს, რის შემდეგაც ისინი კონტრაქტის საფუძველზე დასაქმდებიან ამავე კომპანიაში გიდებად.

ტურისტული სეზონი იწყება აპრილში და მთავრდება ოქტომბრის ბოლოს. გიდის დღიური ანაზღაურება საწყის ეტაპზე არის: 30 ლარი (6 კაცის ჩათვლით) და 40 ლარი (7 კაციდან). ტურის განმავლობაში კვების, ცხოვრების (თბილისს გარეთ) და ტრანსპორტის ხარჯები ანაზღაურდება კომპანიის მიერ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ cv ფოტოსურათით 2012 წლის 10 ნოემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: hr@visitgeorgia.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ინფორმაციას ჩვენი კომპანიის შესახებ იხილავთ ვებ გვერდზე: www.visitgeorgia.ge

ბანერები