გერმანიაშია მოხალისეთა სამსახური
28 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან გერმანიაში მოხალისეთა სამსახურის გავლით, შეუძლიათ მობრძანდნენ პროგრამის პრეზენტაციაზე 10 ივლისს, 17 საათზე .
პრეზენტაციის ხანგრძლივობა 1-1,5 საათი. პრეზენტატორები Friends of Waldorf Education-ს წარმომადგენლები სუზანა რეხ-ბიგოტი და მირიამ ლუტცი.
შინაარსი: ვალდორფის პედაგოგიკის მეგობრები - ვინ ვართ ჩვენ?.
პროგრამა:
• მოხალისეთა სერვისი გერმანიაში
• აპლიკაციის პროცედურა
• სამუშაო არეალი (სოციალური თერაპია, სამკურნალო პედაგოგიკა, მოხუცებულთა სახლები, ბიოდინამიკური მეურნეობა, ვალდორფის პედაგოგიკა)
• სემინარები წლის განმავლობაში საერთაშორისო ჯგუფებში
რეგისტრაციისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ ელექტრონული წერილი ელ-ფოსტაზე: waldorfschule@waldorfschule.ge
სავალდებულოა გერმანულის ენის A2 სერტიფიკატი.
რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 2012 წლის 7 ივლისი.
მისამართი: თოფურიას 2.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, პრეზენტაცია არ გულისხმობს გერმანიაში გამგზავრების მსურველთა რეგისტრაციას!
დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ ბმული: http://www.freunde-waldorf.de/freiwilligendienste/incoming.html
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.