ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გეოგრაფიის პედაგოგის ვაკანსია სკოლა "ლოგოსში"

Liberal Arts-ის პრინციპებზე დაფუძნებული სკოლა "ლოგოსი" აცხადებს კონკურსს პედაგოგების შესარჩევად. კონკურსი ცხადდება გეოგრაფიის პედაგოგის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
•    X-XII კლასის საპროგრამო მასალის სწავლება;
•    მონაწილეობა სასკოლო ღონისძიებებში, პროგრამებსა და პროექტებში;
•    დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
•    თემატური კლუბების ორგანიზება და წარმართვა;
•    მუდმივი პროფესიული განვითარება.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება სპეციალობაში;
•     მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება;
•    კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ბრწყინვალე უნარი;
•    თანამედროვე მეთოდების მოძიებისა და მათი სამუშაო პრაქტიკაში გამოყენების უნარები.

საჭირო საბუთები:
•    უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთების ასლები;
•     პედაგოგიკაში განვლილი ტრენინგის დამადასტურებელი მოწმობა;
•    რეზიუმე (CV);
•    მოტივაციის წერილი.

საცდელი პერიოდი: ერთი ტრიმესტრი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 20 ივლისი, 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები