გენერალური დირექტორის თანაშემწის ვაკანსია კომპანია "UGT"-ში
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე.
აღნიშნულ პოზიციაზე მომუშავე პირის დანიშნულებაა შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალებები და მითითებები, რათა მოახდინოს მისი სამუშაო დროის ოპტიმიზაცია იმ ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით, რომელთა გადაწყვეტაც ძალუძს თანაშემწეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი საქმიანობა:
• ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
• მივლინებების ორგანიზება;
• საქმიანი მიმოწერა და დოკუმენტების თარგმნა;
• საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
• დოკუმენტებისა და მასალების მომზადება;
• სხვა თხოვნა/მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
• ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ვერბალურიც და წერითიც);
• საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (MS Windows, Word, Excel, PowerPoint, Outlook);
• საქმიანი წერილების შედგენის უნარი (განსაკუთრებით ქართულ და ინგლისურ ენებზე);
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
• კომუნიკაბელურობა;
• თავაზიანობა;
• საზრიანობა და მოხერხებულობა;
• კეთილსინდისიერება და სანდოობა.
ხელფასი განისაზღვრება ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე.
რეზიუმეების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 12 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.