გაყიდვების ოფიცრის ვაკანსია შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო"-ში
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცერის თანამდებობაზე.
"კრედო" არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 9 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გზით.
გაყიდვების ოფიცერი ვალდებულია:
• შეხვდეს "კრედოს" მომწოდებელი მაღაზიების კლიენტებს საქონლის შეძენისათვის;
• რეკომენდაცია გაუწიოს საყოფაცხოვრებო ნივთების მდგომარეობას და მის დადებით მხარეებს;
• დაეხმაროს ინვოისის შევსებაში;
• კრედოს ადმინისტრაციას მიაწოდოს დარეგისტრირებული ინვოისები;
• დაეხმაროს ფილიალის მენეჯერს სხვა დავალებების შესრულებაში.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ: მოტივირებულ ახალგაზრდა კურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, ეკონომიკური, ფინანსური ან შესაბამისი სპეციალობით, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სტაჟიორებად, რათა თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.
აუცილებელი მოთხოვნები:
• უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
• MS Office-ის ცოდნა;
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს, სრული განაკვეთით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 9 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.