ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების ოფიცრის ვაკანსია სარეკლამო კომპანია

სარეკლამო კომპანია "maxMedia Advertising" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე. ძირითადი მოთხოვნები:

• კომუნიკაბელურობა;

• გამართული მეტყველების უნარი;

• პუნქტუალობა;

• პრეზენტაბელურობა, არაკონფლიქტურობა;

• ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

• სარეკლამო ადგილის რეალიზაცია სარეკლამო პარკზე;

• პოტენციური კლიენტების მოძიება მოზიდვა;

• მოლაპარაკებები და პრეზენტაციები სხვადასხვა კომპანიებთან.

ანაზღაურება:პირველ თვეში ანაზღაურება იქნება მხოლოდ ბონუსების სახით - მოზიდული რეკლამის 12 % გეგმის ფარგლებში, ხოლო 17 % -გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში.პირველი თვის გეგმის შესრულების შემთხვევაში მომდევნო თვიდან ფიქსირებული 400 ლარი, ამას დაემატება ბონუსებიც.

სამუშაო გრაფიკი მცოცავი ( შესაძლებელია სწავლასათან შეთავსება)

დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნეთ CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: hr@maxmedia.ge CV-ის ფორმას გთხოვთ, თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი (რატომ გსურთ ზემოაღნიშნულ კომპანიაში მუშაობა) მოკლედ (2-3 წინადადება).

სამოტივაციო წერილის გარეშე CV-ის ფორმა არ განიხილება.დოკუმენტების გადაგზავნისას „subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18. (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

ბანერები