გაყიდვების ოფიცერი
"Admiral Markets" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
• იუმორის კარგი გრძნობა
• ენერგიული და პოზიტიური ხასიათი
• ასაკი: 21-30
• სასიამოვნო გარეგნობა
• ძალიან კარგი მეტყველების უნარი
• კომუნიკაბელურობა
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
კონკრეტული კვალიფიკაცია არ არის სავალდებულო, რადგან კანდიდატმა უნდა გაიაროს სავალდებულო ტრენინგები და სასწავლო კურსი, სადაც გაეცნობა კომპანიის პროდუქტებს და სპეციფიკას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელ-ფოსტის ტექსტში გთხოვთ, უპასუხოთ შემდეგ კითხვებს მიხედვით და მიაბათ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: info@admiralmarkets.ge
კითხვები:
• როგორი წარმოგიდგენიათ თქვენ გვერდით მჯდომი იდეალური თანამშრომელი და სამუშაო გარემო?
• რა სახის სამუშაოს გააკეთებდით სიამოვნებით?
• წარმოიდგინეთ სიტუაცია: შედიხართ უცხო ორგანიზაციაში იმისთვის, რომ გაიცნოთ პერსონალი და გაიგოთ მათი ინტერესები. რა წინადადებას ეტყვით გამარჯობის შემდეგ?
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.