ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია სს "გლობალ ერთში"

სს ,,გლობალ ერთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაოს აღწერილობა/მოვალეობები: კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა, პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა.

აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:
•    უმაღლესი განათლება;
•    კარგი კომუნიკაციის უნარი;
•    კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
•    კარგი პრეზენტაციის უნარი;
•    ორიენტაცია გაყიდვების მუდმივ ზრდაზე;
•    გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

პრიორიტეტი მიენიჭება ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან 1- თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. წარმატებული კანდიდატები აყვანილი იქნებიან შტატში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივლისი.   

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

ბანერები